რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, -მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო

რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის, -მა კიდევ 100-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ახალი სანქციები 16 სხვადასხვა იურისდიქციაში მდებარე ასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, მათ შორის ათზე მეტ ტრანსნაციონალურ ქსელს, რომლებიც რუსეთისთვის შეიარაღებისა და ტექნიკის შესყიდვაში მონაწილეობენ, ხელს უწყობენ სანქციებისთვის გვერდის ავლას და ეხმარებიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სფეროს.
ერთ-ერთი ასეთი ქსელი ხელს უწყობდა თურქეთში რუსეთისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას, ხოლო კოორდინაციას მას იტალიის მოქალაქე უწევდა. სხვა მსგავსი ქსელი თურქეთში, საფრანგეთსა და ჰონგ-კონგში მდებარე კომპანიების მეშვეობით კომპონენტების იმპორტს ახდენა დასანქცირებული რუსული კომპანიისთვის “პრომტეხი”.
შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღმოაჩინა ქსელები, რომელიც რუს ოლიგარქებს სატრასტო ფონდების მეშვეობით უცხოურ კომპანიებში საკუთარი ინვესტიციების დამალვისა და მოსკოვისთვის ნახევარგამტარების შესყიდვის საშუალებას აძლევდა.
სიაში ასევე ნახსენებია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე კომპანიები, რომლებიც რუსეთს რუსული ოქროთი ვაჭრობაში ეხმარებოდნენ, და ასევე ჩინური კომპანიები, რომლებიც რუსეთში სანქციების ქვეშ მყოფი ნივთების იმპორტში მონაწილეობდნენ.
ცალკე, გამოაშკარავებულია კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთმა საკუთარი ჰაკერების დასახმარებლად შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, ამერიკული სანქციების ქვეშ ჯერ კიდევ 2018 წელს მოხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)