შტურმის შედეგად ვოლგოგრადის კოლონიაში ყველა მძევალი გათავისუფლებულია, პატიმრები კი ლიკვიდირებულია – რუსული მედია

სამართალდამცავების შტურმის შედეგად ვოლგოგრადის კოლონიაში ყველა მძევალი გათავისუფლებულია, პატიმრები კი ლიკვიდირებულია – ამის შესახებ რუსული მედია “როსგვარდიაზე” დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, შტურმის დროს მოკლულია აბუნტებული ოთხივე პატიმარი. მათი განეიტრალება კი სნაიპერებმა მოახერხეს.
მანამდე ცნობილი გახდა 5 დაშავებულის შესახებ, მათ შორისაა დაწესებულების ხელმძღვანელი ანდრეი დევიატოვი, სამი თანამშრომელი და ერთი პატიმარი.
რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებული რამდენიმე ტელეგრამარხი იუწყებოდა, რომ თავდამსხმელებმა გამოაცხადეს თავიანთი კავშირი ISIS-თან. ამასობაში, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე პირი და სისხლიანი ოთახი.
მძევლები ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვდნენ, ირწმუნება გამოცემა Sapa Kavkaz.
,,მთავარი არხი”

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”