ნადირობის სეზონზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოავლინეს. უკანონო ნადირობის ფაქტები აღკვეთილია კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და გურიაში.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 4 ნადირობისწესების დარღვევის ფაქტია, 4 შემთხვევაში კი, სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღით ანმეთოდით ნადირობდნენ.
24 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებსმოუწოდებს ინადირონ კანონის დაცვით, ხოლო კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმასამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ნადირობის სეზონის განმავლობაში უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცრებს.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.