აბასთუმანში ელექტრომობილების 100 დამტენის მოწყობის 3-მილიონიანი ტენდერით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა

აბასთუმანში ელექტრომობილების 100 დამტენი პუნქტის მოწყობა იგეგმება, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ივლისში გამოცხადებულ ტენდერში არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა საკუთარი შეთავაზება. ფონდი აღნიშნული დამტენების შესყიდვას 3.1 მილიონ ლარად გეგმავდა, შესაბამისად ერთი დამტენის საფასური 31,000 ლარით იყო განსაზღვრული.
სატენდერო განაცხადის მიხედვით, 81 დამტენი აბასთუმნის ცენტრალურ პარკინგზე, ხოლო დანარჩენი 19 დამტენი უშუალოდ დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე უნდა დამონტაჟებულიყო.
კურორტის განვითარების კონცეფციის მიხედვით, აბასთუმანში მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებენ. პროექტის თანახმად, მოქალაქეები თავიანთ შიგა წვის ავტომობილებს აბასთუმნის ცენტრალურ პარკინგზე დატოვებენ, რომელიც 738 მანქანაზე იქნება გათვლილი, ხოლო უშუალოდ აბასთუმანში მხოლოდ ელექტომობილები იმოძრავებენ.
ვრცლად bm.ge – ზე