მზადება შესარჩევისთვის – 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდება

მზადება შესარჩევისთვის – საქართველოს 17-წლამდე ნაკრები სლოვაკეთს დაუპირისპირდება საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 27 და 29 აგვისტოს სლოვაკეთს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, ხოლო მეორე მატჩი, 18:00 საათზე დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩიტაურის გუნდი, ოქტომბერში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში, 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი – სლოვენია, პოლონეთი და სომხეთი იქნებიან.
სლოვაკეთთან მატჩებში, 17-წლამდე ნაკრებს თბილისის დინამოს და თბილისის ლოკომოტივის წევრები დააკლდებიან, რომლებიც ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
საკვალიფიკაციო ეტაპამდე, 17-წლამდელები
კიდევ ერთ შეკრებას სექტემბერში გაივლიან, სადაც შინ მოლდოვას უმასპინძლებენ, მატჩები 8 და 10 სექტემბერს გაიმართება.
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: სანდრო კუპატაძე (35-ე სკოლა), გიგა გიაური (სელერო), ნიკა ბადურაშვილი (იბერია 1999).
მცველები: გლებ კატკოვი (ინტერის აკადემია), გიორგი ჭეხანი (გაგრა), ბექა გოგოლაური (35-ე სკოლა), (იბერია 1999), ნიკოლოზ ხუციშვილი (35-ე სკოლა), გიორგი საღლიანი (იბერია 1999), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი), რევაზ კირვალიძე (35-ე სკოლა), გოგა უბირია (იბერია 1999).
ნახევარმცველები: ანდრია კვირიკაძე (დინამო თბილისი), გიგი ბულია (დინამო თბილისი), გიორგი ხეცურიანი (წყალტუბო სამგურალი), დავით მანწკავა (35-ე სკოლა), შოთა გვარჯალაძე (კოლხეთი 1913), უჩა ახალკაცი (იბერია 1999), ანდრია ტალახაძე (ინტერის აკადემია), თენგო ნებულიშვილი (იბერია 1999), დადი ადამია (იბერია 1999), ირაკლი გიორგაძე (ნორჩი დინამო), ნიკოლოზ ბეგლარიშვილი (ინტერის აკადემია).
თავდამსხმელები: ანდრია ბართიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ქურდოვანიძე (იბერია 1999), ლექსო ოთინაშვილი (დილა გორი).
nakrebi.ge
· შინი.GE
· მარაო