არჩევნების შემდეგ გასამართლდება კოლექტიური ნაცმოძრაობა ომის დანაშაულის და სამშობლოს ღალატის გამო, შეხედეთ უგულავას რეაქციას – ეს ბიუჯეტის ქურდბაცაცა იმას კი არ წერს, ეგ დანაშაული არ ჩამიდენიაო, იმას წერს, ციხეში უკვე ვიჯექი და მეტი რაღა უნდა მიქნანო

არჩევნების შემდეგ გასამართლდება კოლექტიური ნაცმოძრაობა ომის დანაშაულის და სამშობლოს ღალატის გამო, შეხედეთ უგულავას რეაქციას – ეს ბიუჯეტის ქურდბაცაცა იმას კი არ წერს, ეგ დანაშაული არ ჩამიდენიაო, იმას წერს, ციხეში უკვე ვიჯექი და მეტი რაღა უნდა მიქნანო
რამდენიმე დღე გავიდა “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებიდან, სადაც მკაფიოდ და გარკვევით ეწერა, რომ არჩევნების შემდეგ გასამართლდება კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ომის დანაშაულის და სამშობლოს ღალატის გამო. აი, შეხედეთ უგულავას რეაქციას – ეს ბიუჯეტის ქურდბაცაცა იმას კი არ წერს, ეგ დანაშაული არ ჩამიდენიაო, იმას წერს, რომ ციხეში უკვე ვიჯექი და მეტი რაღა უნდა მიქნანო, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, უგულავას არ სურს გაიგოს, რომ სამშობლოს ღალატი ფულის მოპარვისგან განსხვავებული დანაშაულია და სასჯელიც განსხვავებული იქნება. ნიკოლეიშვილის თქმითვე, უგულავა და სააკაშვილი არათუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ, ციხიდან ვერ უნდა გამოვიდნენ ქვეყნის ღალატის გამო.
“რამდენიმე დღე გავიდა “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებიდან, სადაც მკაფიოდ და გარკვევით ეწერა, რომ არჩევნების შემდეგ გასამართლდება კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ომის დანაშაულის და სამშობლოს ღალატის გამო. აი, შეხედეთ უგულავას რეაქციას – ეს ბიუჯეტის ქურდბაცაცა იმას კი არ წერს, ეგ დანაშაული არ ჩამიდენიაო, იმას წერს, რომ ციხეში უკვე ვიჯექი და მეტი რაღა უნდა მიქნანო. როგორც ჩანს, ამან არ იცის, ან არ უნდა გაიგოს, რომ ფულის მოპარვა და სამშობლოს ღალატი განსხვავებული დანაშაულებია და სასჯელიც განსხვავებული იქნება, თან აუცილებლად. არათუ პოლიტიკაში უნდა ბოგინებდნენ ეს და მისი ბელადი სააკაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ მინიმუმ 3 წელი დარჩა მოსახდელი, არამედ ციხიდან ვერ უნდა გამოვიდნენ, რომ დარჩენილი ცხოვრება სინანულში გაატარონ საქართველოს ღალატის, ქართული მიწების დაკარგვის და ხალხის გაუბედურების გამო.” – წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თავიდანვე გაუგებარი იყო, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდა ამ “რვიანს”, რომლის შექმნის მთავარი არსი ლაკას ერთდღიანი შიმშილობის “გაპრავება” იყო. იქ, სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა, დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში დესტაბილიზაციის შეუქცევადი პროცესისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციების პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ არასამთავრობოების ხელით