ვოლგოგრადში პატიმრებმა მკაცრი რეჟიმის კოლონია აიღეს – იუწყებიან მსხვერპლის შესახებაც

ვოლგოგრადის ოქლის ქალაქ სუროვიკინოში პატიმრები აკონტროლებენ მკაცრი რეჟიმის N19 გამოსასწორებელ კოლონიას. იქ სადისციპლინო კომისიის სხდომა იმართებოდა. ვარაუდობენ, რომ არის მსხვერპლი.
ტელეგრამის არხებზე ვრცელდება, სავარაუდოდ, კოლონიაში გადაღებული კადრები. ვიდეოებში ჩანს ოთხი ადამიანი, რომლებიც თავს მოიხსენიებენ „ისლამური სახელმწიფოს მოჯაჰედებად“. კადრებში ჩანს ოთხი მძევალი, ყველა მათგანს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფორმა აცვია. სამი მათგანი, სავარაუდოდ ცოცხალი არაა, მეოთხე კისერშია დაჭრილი, თავდამსხმელები დანებით არიან შეირაღებული.
ტელეგრამის არხებზე ეჭვმიტანილთა ვინაობასაც ასახელებენ. წერენ, რომ ორი მათგანი უზბეკეთის, სამი კი ტაჯიკეთის მოქალაქეა. ირწმუნებიან, რომ სამი მათგანი ნატკოტიკების გასაღებისთვისაა მსჯავრდებული, ერთი კი ჯანმრთელობის განზრაზ მძიმე დაზიანებისთვის. მათი ვინაობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.
პატიმრების მიერ ციხის ხელში ჩაგდებას ადატურებს ს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის რეგიონული სამმართველო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს „მძევალთა გათავისუფლების ღონისძიება“, უცნობია მძევალთა ზუსტი რაოდენობა.
გამოცემა “ბაზა” იტყობინება, რომ ციხის ხუთმა თანამშრომელმა, მათ შორის კოლონიის ხელმძღვანელმა გაქცევა მოასწრო, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. სააგენტო “ინტერფაქსს” უყვებიან, რომ ანდრეი დევიატოვი გაუშვეს, რეანიმაციაში კი სხვა სამი ადამიანი იმყოფება.
გამოცემები Life და “Сапа Кавказ” იუწყებიან, რომ კოლონიასთან სპეცდანიშნულების დანაყოფები იმყოფებიან. გამოცემა “Сапа Кавказ”-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პატიმრები 2 მლნ დოლარსა და ვერტმფრენს მოითხოვენ.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ადამინის მძევლად აყვანის მუხლით.