რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართეს

დღეს, 23 აგვისტოს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართეს.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მანგლისისა და წალკის ეპისკოპოს გრიგოლ კაციას ში მცხოვრები შეჭირვებულებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციის ჰუმანიტარული დახმარება- 300 კგ ბრინჯი გადაეცა.
„აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და სააგენტოს ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე. საქველმოქმედო აქციები გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ