,, გიგი, შენ და მიშა რაზეც სასჯელს იხდიდით და იხდით, ზღვაში წვეთია იმასთან, რაც წინ გელოდებათ” – ზურაბ ქადაგიძე გიგი უგულავას

,,ხალხის ძალის” წევრი, ,გიგი უგულავას მიმართავს:
,,გიგი უგულავას უთქვამს, მეტი რაღას გაგვასამართლებენ, მეც ვიჯექი ციხეში და მიშაც ციხეში ზისო. ჰოდა, თავის დამშვიდების ამ პროცესში მინდა გავაწბილო ესეც და მისი მეგობარ/პატრონებიც.
გიგი, შენ და მიშა რაზეც სასჯელს იხდიდით და იხდით, ზღვაში წვეთია იმასთან, რაც წინ გელოდებათ. ბიუჯეტიდან 50 მილიონის მოპარვა სერენადად მოგეჩვენება, ქართველი ხალხის წინაშე რომ გასამართლდები სამშობლოს ღალატის, ქართული მიწების დაკარგვის, 400 მდე ადამიანის მკვლელობის და 30 000 ადამიანის დევნილად ქცევის გამო.
ორი და სამი წელი კი არა, სამუდამო პატიმრობა გელოდება წინ შენც და შენი კრიმინალური ბანდის წევრებსაც, მათ შორის სააკაშვილსაც. თუ გგონიათ, რომ რამდენიმე წელი მოიხდით სასჯელს და ამით დაიძვრენთ თავს ქვეყნის და ხალხის ღალატისგან, მწარედ შემდცდარხართ.
ჯერ მხოლოდ ჟურნალი იყო, კინო მალე იქნება და პასუხს აგებთ სამუდამო პატიმრობით!”