გადარეული ქართველი უკრაინული გულით

„ვასო იყო გადარეული ქართველი, ასეთები აღარ გვხდებიან. ძალიან მხიარული ბიჭი იყო, არასდროს წუწუნებდა, ქართველი იყო მაგრამ დიდი უკრაინული გულით“ – ასე იხსენებს უკრაინის არმიის 118-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მოხალისეს ვასილ ქარდავას, უკრაინელი თანამებრძოლი და ძმადნაფიცი, საძახისით „რასმუსი“.
ვასოს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ როგორც კი ჩვენთან ომი დაიწყო, ყველაფერი მიატოვა და ჩვენს დასაცავად ჩამოვიდა. მაშინ როცა ჩვენი წვერიანი „გოგონები“ ზიან და „ომში არ უნდათ“, ეს არ მესმის“ “რასმუსი”, ვასო ქარდავას ძმადნაფიცი
ვასო ქარდავა, რომელიც მზვერავი-ოპერატორი იყო, 10 აგვისტოს, სივერიდონეცკ-სივერსკის მიმართულებაზე, ნაღმმტყორცნიდან გახსნილ ცეცხლს შეეწირა.
34 წლის ვასო ქარდავა ში 2022 წლის მარტიდან ომობდა. იგი სოხუმში დაიბადა და ს დატოვების შემდეგ, თბილისში გაიზარდა. პროფესიით აიტი სპეციალისტმა, პარალელურად ინჟინერ-ელექტრიკოსის პროფესია თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში შეისწავლა. სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოს შეირაღებულ ძალებში გაიარა, უკრაინის ომმა ქარდავას თურქეთში მოუსწრო.
„ახალი ცხოვრება დაიწყო, თურქეთში დიჯეი გახდა, კარგ სასტუმროში ცხოვრობდა, მუშაობდა, ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ როგორც კი ჩვენთან ომი დაიწყო, ყველაფერი მიატოვა და ჩვენს დასაცავად ჩამოვიდა. მაშინ როცა ჩვენი წვერიანი „გოგონები“ ზიან და „ომში არ უნდათ“, ეს არ მესმის“ – ამბობს „რასმუსი“.
ქარდავას უკრაინელები ჩერკასში, საქართველოს და უკრაინის დროშეფის ფონზე, სამხედრო პატივით გამოეთხოვნენ, ქართველ მეომარს პანაშვიდი წმინდა სამების კათედრალურ ტაძარში გადაუხადეს, შემდეგ კი სამშობლოში წამოასვენეს და დაკრძალეს.
ვასო მძიმედ დაიჭრა, ბიჭებმა ყველანაირი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ ვერ იცოცხლა. ნახევარი საათი იბრძოლა
საქართველოში ოჯახს გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ-პოლკოვნიკ ოლექსანდრ სირსკის პირადი მადლობა და უკრაინის ეროვნული დროშა. ვასო ქარდავას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.
„ჩვენი პოზიციები ნაღმმტყორცნებიდან დაიბომბა, ვასო მძიმედ დაიჭრა, ბიჭებმა ყველანაირი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ ვერ იცოცხლა. ნახევარი საათი იბრძოლა, მაგარი ბიჭი იყო“ – ასე გაიხსენა ქარდავას ბოლო დღე, 118-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენელმა მაქსიმ დუბინსკიმ.
ვასო ქარდავამდე უკრაინაში, ლუღანსკის მიმართულებაზე, 47 წლის შინდისელი ბონდო ძაგნიძე დაიღუპა. იგი 30 ივლისს ძლიერ დაბომბვაში მოჰყვა. გაგნიძეც, საძახისით „ალაზანი“, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.
„დაიწყო თუ არა ომი უკრაინაში მაშინათვე წავიდა, 23 მარტს იქ იყო. იმის შემდეგ აღარ ჩამოსულა, იბრძოდა გმირულად, კაცურად, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ დავით გაგნიძე, მამა
ქართველი მოხალისე უკრაინის არმიის 67-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადაში შემავალ, მე-2 მექანიზირებული „როსომახის“ ბატალიონის ჯარისკაცი იყო. იგი მშობლიურ შინდისში 17 აგვისტოს, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
„დაიწყო თუ არა ომი უკრაინაში მაშინათვე წავიდა, 23 მარტს იქ იყო. იმის შემდეგ აღარ ჩამოსულა, იბრძოდა გმირულად, კაცურად, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ…რა თქმა უნდა, განადგურებული ვარ. ყველა მშობელს ვუსამძიმრებ, ვისი შვილებიც, ჩემი შვილივით ომს შეეწირნენ, გინდა ცხინვალში, გინდა აფხაზეთში და გინდა უკრაინაში, სუყველას მოათმენინოს ღმერთმა“ – თქვა ბონდო ძაგნიძის მამამ დავით გაგნიძემ.
ს არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინაში – 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს უკვე 75 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე მოხალისეს ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოსვენება ვერ მოხერხდა.
ამ დრომდე, რუსი აგრესორების ტყვეობაში უკრაინის არმიის 9 ქართველი მებრძოლი რჩება. აქედან ოთხი – საქართველოს, ხოლო ხუთი უკრაინის მოქალაქეა. ორი ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩი – საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო – ჩემი გზავნილი იქნება: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით

სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები – საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ

ნიკა მელია – ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე – ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა, სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას