მიხეილ სარჯველაძე ქუთაისში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონულ სამსახურში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამედიცინო პერსონალს შეხვდა მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მათ შორის იყვნენ სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადის წევრები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით, გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს.
„ჯანდაცვის მინისტრმა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი როლი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ