ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა დუბაიში, ლუკაშენკოსთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს

ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა დუბაიში, გაეროს კლიმატის კონფერენციაზე, მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან,საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს. მიზეზი ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკო გახდა, რომელიც ამავე კონფერენციას ესწრება. ინფორმაციას რუსული “რია” ავრცელებს.
ფოტოს „ოჯახური ფოტო“ ჰქვია და ბელარუსის პრეზიდენტი არ ეკუთვნის ოჯახს, რომელსაც გვსურს, ჩვენ მივეკუთვნებოდეთ – აღნიშნა ლიეტუვას პრეზიდენტმა.