„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის ოლქებში დელეგატები წარადგინა

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ თბილისის ოლქებში დელეგატები წარადგინა. მათ შესახებ კობახიძემ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მმართველმა პარტიამ თბილისში დელეგატებად დაასახელა პარლამენტისა და საკრებულოს მოქმედი დეპუტატები და სპორტსმენები.
თბილისში დელეგატებად დასახელდნენ:
· დიდუბე-ჩუღურეთი – (პარლამენტის ვიცე-სპიკერი);
· მთაწმინდა-კრწანისი – დავით კაჭარავა (პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი);
· ვაკე – ზუკა რურუა (წყალბურთის ნაკრების მწვრთვნელი);
· საბურთალო – აკაკი ალადაშვილი (თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი);
· ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე (თბილისის საკრებულოს დეპუტატი);
· გლდანი – ლადო ბოჟაძე (თბილისის საკრებულოს დეპუტატი);
· ისანი – ნიკა ელისაშვილი (ისნის რაიონის გამგებელი);
· სამგორი – ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდოისტი, მრავალგზის პრიზიორი).
მ თქვა, რომ დელეგატები „ქართული ოცნების“ „გამსვლელ სიაში“ მოხვდებიან. მან 15 აგვისტოს საზოგადოებას წარუდგინა 22 დელეგატი, რომლებიც პარტიას რეგიონებში წარმოადგენენ.
მომავალი საპარლამენტო 2024 წლის 26 სექტემბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.
მაჟორიტარობის კანდიდატების მსგავსად, დელეგატები ოლექებში პარტიების წარმომადგენლები არიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი პარლამენტში აუცილებლად მოხვდებიან.
მაჟორიტარებისგან განსხვავებით, მათი პარლამენტში მოხვედრა დამოკიდებულია არა მათ შედეგზე, არამედ პარტიის ნებაზე – ანუ იმაზე, მერამდენე იქნება პარტიულ სიაში და გადალახავს თუ არა პარტია ბარიერს.

ასევე დაგაინტერესებთ