“ტორპედოს” მძლეველმა “ომონიამ” ვოლკოვის “ზირა” გაანადგურა

კონფერენს ლიგის საკვლიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში „ზირა“ გასვლაზე „ომონიასთან“ 0:6 დამარცხდა, რომელმაც ადრე “ტორპედოს” სძლია.
სტუმართა გუნდში დავით ვოლკოვმა 75-ე წუთამდე ითამაშა, გიორგი პაპუნაშვილი კი სათადარიგო იყო.
საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს ბაქოში გაიმართება.
ომონია – ზირა 6:0
გოლები: 1:0 ხამასი (13), 2:0 სემედო (34, პენ), 3:0 სტემპინსკი (45+1), 4:0 სტემპინსკი (54), 5:0 ევანდრო (60), 6:0 სემედო (70)
გამოუყენებელი პენალტი: სემედო (31, ომონია)