ისრაელის დელეგაცია ღაზის სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა

ისრაელის დელეგაცია ღაზის სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის კაიროში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ს დელეგაციას „მოსადის” დირექტორი, დავიდ ბორნეა ხელმძღვანელობს. გამოცემა არ აკონკრეტებს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კიდევ რა დელეგაციები იქნებიან, თუმცა ამერიკული CNN-ის ცნობით, ეგვიპტეში თავისი მომლაპარაკებლების გაგზავნას -ც დათანხმდა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს. წყაროების ცნობით, ამერიკულ დელეგაციას CIA-ის დირექტორი, უილიამ ბერნსი ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, ღაზის სექტორთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, კონფლიქტის მხარეები – ისრაელი და ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასი” მონაწილეობენ, ისევე როგორც შუამავლები: აშშ, ეგვიპტე და კატარი.

ასევე დაგაინტერესებთ