ვინ არის 15 წლის გოგოს მიერ მოკლული ტაქსისტი და რა მოხდა წუხელ ხაშურში?

შიდა ქარ­თლში, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 74 წლის ზუ­რაბ ლაშ­ხი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავლე ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას აღი­ა­რებს.
15 წლის გო­გო­საც რომ ეთ­ქვა და­ვუშ­ვათ, რომ იქ წა­მო­იყ­ვა­ნეო, მო­წი­ფუ­ლი მა­მა­კა­ცი რომ ხარ და ბავ­შვი გი­ზის მან­ქა­ნა­ში, ხომ უნდა ჰკი­თხო, რა­ტომ მი­დის იმ ად­გი­ლას”, – ამ­ბობს “პირ­ვე­ლებ­თან” სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი.
მომ­ხდა­რის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად რამ­დე­ნი­მე ვერ­სია სა­ხელ­დე­ბა. მათ შო­რის, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ად­გი­ლი ჰქონ­და გო­გო­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბას, თუმ­ცა მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბის ან რა­ი­მე სა­ხის შე­საძ­ლო ზე­წო­ლას გა­მო­რი­ცხა­ვენ.
ასე­ვე, კი­დევ ერთი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვა­ცია შე­საძ­ლოა, ძარ­ცვა ყო­ფი­ლი­ყო. რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სუ­რამ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და.
რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ?
შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2009 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. ყ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 1950 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ლ.- ს, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.
მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ყ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.
,,ამბები.ჯი”

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა