ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

22 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.35 თეთრით გაუფასურდა და შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7099 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.90 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0196 ლარი გახდა.

2.73 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5562 ლარი გახდა.