ივლისში Jobs.ge-ზე 8,568 ვაკანსია გამოქვეყნდა – რა სფეროებში ცხადდება ვაკანსიები

2024 წლის ივლისში Jobs.ge-ზე 8,568 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წინა თვესთან შედარებით 9.6%-ით მეტია – ამის შესახებ PMC Research-ის დასაქმების მიმოხილვიდან ხდება ცნობილი.
2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 46,409 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა. 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, 7,669 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.3% ით მეტია.
2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, 10,830 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0%-ით მეტია.
2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, 8,292 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4%-ით გაზრდილი
მაჩვენებელია,”- ნათქვამია მიმოხილვაში.
PMC Research-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ანაზღაურებადი სამსახურიდან ხელფასს სულ 981 ათასი ადამიანი იღებდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.