ფსევდოლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერების დასაცავად მიღებულია ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. ასე იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა და როდესაც ტრამპს ანალოგიური მინა იცავს

ფსევდოლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერების დასაცავად მიღებულია ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. ასე იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა და როდესაც ტრამპს ანალოგიური მინა იცავს
„ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომ ყოველგვარ ზღვარს გადადის ამის დასტური იყო უნგრეთის პრემიერ ორბანისადმი ავტოავარიის მოწყობა, ს პრემიერ ფიცოს დაჭრა, პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა, საქართველოს პრემიერის კობახიძის გაფრთხილება ევროპელი მაღალჩინოსნის მხრიდან, მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, საკითხავია, რატომ გააცოფათ ასე ამ ტყვიაგაუმტარმა მინამ… ე.ი. ს შესაძლო თავდასხმაზე მიმდინარე გამოძიება ამაოდ არ მიმდინარეობს.
„ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომ ყოველგვარ ზღვარს გადადის ამის დასტური იყო უნგრეთის პრემიერ ორბანისადმი ავტოავარიის მოწყობა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს დაჭრა, პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა, საქართველოს პრემიერის კობახიძის გაფრთხილება ევროპელი მაღალჩინოსნის მხრიდან, მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ.
ამიტომაც ფსევდოლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერების დასაცავად მიღებული არის ისეთი ზომები, რომლებიც ელემენტარულად უზრუნველყოფს მათი სიცოცხლის უსაფრთხოებას. ასე იყო გუშინ მცხეთაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა. რის გამოც დიდი ვაი-ვიში და ჩიფჩიფი ატყდა კოლექტიურ სანაცეთში. ამ მხრივ განსაკუთრებით გააქტიურდა მევახშე- წურბელა ხაზარაძე, რომელსაც აჰყვნენ ნაცთა სხვა “შესტიორკები”!
და ეს იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპს საყოველთაოდ სახელგავარდნილ დემოკრატიის სავანე -ში საჯარო გამოსვლის დროს ანალოგიური ტყვიაგაუმტარი მინა იცავს. ისე საკითხავია, რატომ გააცოფათ ასე ამ ტყვიაგაუმტარმა მინამ… ე.ი. ბიძინა ივანიშვილის შესაძლო თავდასხმაზე მიმდინარე გამოძიება ამაოდ არ მიმდინარეობს ანუ როგორც იტყვიან “კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება” და კიდევ “პილპილი ვინაც ჭამა, პირიც სწორედ მას ეწვის”.-წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

10 წლის განმავლობაში არ შევხვედრივარ საქართველოში მთავრობის არცერთ წევრსა, თუ სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა საქართველოს ინტერესს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი

როგორც ევროპარლამენტის სამართლიანი და პასუხისმგებლობიანი წევრი, გისურვებთ, რომ ამ არჩევნებმა დაადასტუროს ევროკავშირისკენ საქართველოს ამჟამინდელი წარმატებული მიმართულება. მჯერა, ეს ყველა ქართველის ინტერესშია

ევროპარლამენტარი: ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაზე რუსეთის გავლენების შესახებ გვაფრთხილებენ, არაგამჭვირვალედ იმალებიან „სამოქალაქო საზოგადოების“ უკან, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოში არჩევნების შედეგებზე