რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა სუჯაში მყოფი უცხოელი ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” CNN-ის რეპორტიორის ნიკ პეიტონ უოლშისა და ორი უკრაინელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ჟურნალისტები სუჯაში იმყოფებოდნენ, სადაც რეპორტაჟს იღებდნენ იმის შესახებ, თუ რა ვითარება არის კურსკში უკრაინული ჯარების შესვლის შემდეგ.
ФСБ-ში ამბობენ, რომ ჟურნალისტებს საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადებენ.
ასევე, 17 აგვისტოს უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა იტალიელი ჟურნალისტების წინააღმდეგაც, რომლებიც სუჯაში ასევე რეპორტაჟის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ.
***
პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.
კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი “გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს”.
6 აგვისტოს ს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.
უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად “განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ”.
12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.
19 აგვისტოს მ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში უკვე 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.