საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორი, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებს

საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებს. საუბარია უმაღლესი ინსტანციის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის პასტორს დაევალა მოსარჩელეს, ამერიკის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკს გადაუხადოს წლების განმავლობაში მიღებული საეკლესიო შემოწირულებები, რომლებიც განკუთვნილი იყო ეკლესიის პირველი და ერთადერთი სამლოცველო სახლის მშენებლობის დასასრულებლად.
ევანგელისტურმა მრევლმა და პასტორმა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუთან ერთად გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადეს, რომ ევანგელისტური ეკლესიის სახლს არ დათმობენ და საქმეს საერთაშორისო სასამართლოში წაიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო