გიუნდოგანი მანჩესტერშია და დღეს “სიტიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

Sky Sport-ის ინფორმაციით, 33 წლის გერმანელი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერში ჩაფრინდა, სადაც დღეს ის შემოწმებას გაივლის და “სიტიში” მის დაბრუნებას ოფიციალურად გვამცნობენ.
გამოცდილი შუახაზელი 1+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს და “ეტიჰადზე” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი “სიტის” ღირსებას 7 წელი იცავდა, გასულ ზაფხულს “ბარსელონას” მიაშურა, თუმცა კატალონიურ გრანდში მხოლოდ 1 სეზონი გაატარა.