– 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ოპოზიციას საბოლოო განაჩენს გამოუტანს

არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალები ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად იქნებიან დაჯგუფებული, მათ განაჩენი უკვე გამოუტანა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის რიგებში გარკვეული გადაჯგუფებების შემდეგ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების შანსებზე ჰკითხეს.
„კარგია, კარგი პროცესები მიდის. გულწრფელად ვამბობ, რომ მოგვენდომებინა, ამას ნამდვილად ვერ გავაკეთებდით და სრული ლუსტრაცია ხდება ამ რადიკალების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რადიკალებს საბოლოო განაჩენს გამოუტანს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“