შეთანხმება შედგა – დიბალას საუდის არაბეთში ოფიციალურად გადასვლა დროის საკითხია

Sky Sport Italia-ს ცნობით, “რომას” არგენტინელი შემტევი პაულო დიბალა კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს.
“ალ-ქადისია” მის სანაცვლოდ 3-4 მილიონ ევროს გადაიხდის, ეს დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებია 12 მილიონი ევროს პუნქტზე, რომელიც დიბალას კონტრაქტში მიმდინარე წლის ივლისამდე იყო.
თავად ფეხბურთელი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს და სეზონურად 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
გასულ სეზონში 30 წლის დიბალამ ყველა ტურნირიზე “რომას” ფორმა 39 შეხვედრაში მოირგო, სადაც 16 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.