პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, 15 წლის გოგო დააკავა

პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის გოგო დააკავა. -ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე – კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა, ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით!

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!