წელს ბიუჯეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 117 მლნ ლარამდე მიიღო

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ (სახელმწიფო ბიუჯეტი/ადმინისტრაციული ერთეულების ბიუჯეტი) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტის სახით 117 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 7 თვეში, საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა ქვეყანამ უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდანაც მიიღო გრანტი, რომლის მოცულობამ 6.2 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, ხაზინის მონაცემებით, ბიუჯეტმა შარშან 7 თვეში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 126.9 მლნ ლარის გრანტი მიიღო, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 4.7 მლნ ლარი.
2023 წელს ჯამში კი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტის მოცულობამ 186 542 946 ლარი შეადგინა, უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან კი 13 973 649 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ