ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ს პრემიერ-მინისტრ სთან სატელეფონო საუბრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ კაიროში დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილა, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს -ის აქტიური და მიმდინარე ძალისხმევა, მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვას ირანის ყველა საფრთხისგან, მისი მარიონეტული ტერორისტული ჯგუფების „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და „ჰუსიტების“ ჩათვლით. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დასრულების აუცილებლობას და განიხილა მომავალი მოლაპარაკებები კაიროში, რომლის მიზანი დარჩენილი დაბრკოლებების აღმოფხვრაა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, ისრაელი და „ჰამასი“ აწარმოებენ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს, ეგვიპტის, კატარისა და შეერთებული შტატების შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ