მამუკა ხაზარაძე: მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს

ვეთანხმები ბიძინას, ნამდვილად რეფერენდუმია ეს , სადაც ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას სიღატაკეს, ემიგრაციას, სამარცხვინო პენსიებს, ბავშვთა შიმშილს, უმუშევრობას, ნეპოტიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, ს ხელისუფლებას, – ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი,  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილი შეშინებული ჩანდა სცენაზე, რომელიც „ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრებოდა ხალხს“.

“ვეთანხმები ბიძინას, ნამდვილად რეფერენდუმია ეს არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას სიღატაკეს, ემიგრაციას, სამარცხვინო პენსიებს, ბავშვთა შიმშილს, უმუშევრობას, ნეპოტიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, რუსეთის ხელისუფლებას! – რუსეთის, სადაც ასე გულამოვარდნილი მიგვაქანებს ბიძინა თავისი რუსული ოცნებით.

დიახ, უარი უნდა ვთქვათ ყველაფერ ამაზე და გავერთიანდეთ იმ თავისუფალ სამყაროსთან, რომელსაც ქართველი ერი ისტორიულად მიეკუთვნება. იქ, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ჩვენი უსაფრთხოება, აწმყოც და მომავალიც. სადაც ყველას გავაცნობთ ვინ ვართ და რანი ვართ სინამდვილეში, თუ რამხელა კონტრიბუცია შეუძლია ჩვენს ერს მსოფლიო თანამეგობრობაში.

ევროპაა ჩვენი არჩევანი და არა ოკუპანტი რუსეთი, რომელმაც ძმები და დები დაგვიხოცა და ტერიტორიები მიითვისა! მერამდენედ უნდა ვიხილოთ შეშინებული ბიძინა სცენაზე, რომელიც დაწერილ ტექსტსაც კი ვერ კითხულობს და ტყვიაგაუმტარი შუშის აკვარიუმიდან ესაუბრება ხალხს. ასეთი სამარცხვინო და კაპიტულანტური ხელისუფალი არასდროს ჰყოლია ჩვენს ქვეყანას!

 

26 ოქტომბერი ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა, სადაც რუსულ ხელისუფლებას გავუშვებთ იქ, სადაც მათ ელოდებიან, თავიანთ პატრონებთან!

ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა!

ძლიერია საქართველო!”,- წერს ხაზარაძე.