ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი, გვერდზე გადადო პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან

ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს გვერდზე გადადო ყველაფერი, გვერდზე გადადო საკუთარი პირადი კეთილდღეობა და სიცოცხლის რისკის ფასად გაათავისუფლა საქართველო აგენტურის დიქტატურისგან, – ამის შესახებ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა მ, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ს ძალისხმევით დააღწია თავი ქვეყანამ ავტორიტარულ რეჟიმს.
„სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, 2012 წელს საქართველომ თავი დააღწია ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს ღირსების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ომი და ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა მოუტანა.
დღეს ჩვენთან ერთად არიან ცხინვალის რეგიონიდან დევნილები, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ 2008 წელს ჩადენილმა დანაშაულმა საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი გზით საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. მშვიდობა, ღირსება და ქვეყნის განვითარება არის ერთადერთი უალტერნატივო საშუალება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას მოუტანს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს