ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი სჭირდება საქართველოს, „ნაცმოძრაობა”, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება

„ნაცმოძრაობა”, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ, რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება „ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში.
„პირველ რიგში სჭირდება ქვეყანას, სჭირდება საქართველოს. როგორც სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს 2012 წელს და როგორც მოახდინა მან დემოკრატიული გარდატეხა 2012 წელს, ასეთივე გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება ჩვენ დღეს და ამ გარდამტეხ ცვლილებებში ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ „ნაცმოძრაობა”, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას ჩვენ უნდა ჩამოვაშოროთ. რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება ჩვენ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში”, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს