მამუკა მდინარაძე – ერთადერთი სიმარტივე, რაც ამ არჩევნებს თან ახლავს, არის ძალიან მკვეთრი განსხვავება თეთრსა და შავს, ბოროტსა და კეთილს, ტყუილსა და სიმართლეს შორის, არჩევანიც, შესაბამისად, გამოდის ძალიან მარტივი

ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია, ახლა დღეს ვიწყებთ რეგიონულ შეხვედრებს თქვენთან, ჩვენო ძვირფასებო და გვიწვეს ისეთი საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომლის ფინალიც არის , რომელზეც არ არის მარტივი რამ დამოკიდებული – ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. გაცილებით მეტია ამ არჩევნებზე დამოკიდებული, ვიდრე ყველა სხვა სტანდარტულ სხვა მსგავს სიტუაციაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ, მცხეთაში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი სიმარტივე, რაც ამ არჩევნებს თან ახლავს, არის მკვეთრი განსხვავება თეთრსა და შავს, ბოროტსა და კეთილს, ტყუილსა და სიმართლეს შორის. მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებშია გარანტირებული
„ერთადერთი სიმარტივე, რაც ამ არჩევნებს თან ახლავს, არის ძალიან მკვეთრი განსხვავება თეთრსა და შვა შორის, ბოროტსა და კეთილს შორის, ტყუილსა და სიმართლეს შორის. არჩევანიც, შესაბამისად, გამოდის ძალიან მარტივი.
საკუთარ თავს, ყველა ამომრჩეველმა უნდა დაუსვას შეკითხვა: რა არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, ქართული ოცნება? – ერთიანი საქართველო, უწყვეტი მშვიდობა, ოჯახების კეთილდღეობა, შენარჩუნებული ტრადიციული ღირებულებები, რეალურად დამოუკიდებელი საქართველო, მართლმადიდებლური ფასეულობები და ა.შ. და თუ ამ ყველაფერზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და აქ საკამათო არაფერია, შემდეგ კითხვაზეც მარტივი გამოდის პასუხი ძალიან – ვის პირობებშია გარანტირებული ეს ყველაფერი? ვისი მმართველობის, ვისი ხელისუფლების პირობებშია გარანტირებული მშვიდობა, დეოკუპაციის და ევროინტეგრაციის გზაზე სწორი სვლა, ტრადიციული და მართლმადიდებლური ღირებულებების და ფასეულობების შენარჩუნება და ვის პირობებში შეიძლება დაიტრაბახოს ქართველმა, საქართველოს მოქალაქემ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება? – პასუხი აქაც „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა მდინარაძემ.