რეალური გაძლიერება თუ მორიგი იმედგაცრუება – “ნაპოლიმ” ბრაზილიელი დაიმატა

27 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი დავიდ ნერესი “ბენფიკადან” “ნაპოლიში” გადავიდა, – იტყობინება იტალიური კლუბი.
კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულება ბონუსების გარეშე 30 მილიონ ევროს შეადგენს.
ნერესი ადრე “სან პაულოში”, “აიაქსში” და “შახტარში” თამაშობდა, “ბენფიკაში” 2022 წელს გადაბარგდა და ლისაბონურ გუნდში 55 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
გასულ სეზონში ნერესის ანგარიშზე პორტუგალიის ჩემპიონატზე 24 შეხვედრაში 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. მან ბრაზილიის ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.