საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 17%-ით შემცირდა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 17%-ით შემცირდა.
“სახელმწიფო ელექტროსისტემის” მონაცემებით, თუ გასულ წელს 7 თვეში ექსპორტით 1 მლრდ 138 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, წელს საქართველომ მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ 938.58 მლნ კვტ.სთ გაყიდა. მათ შორის, ივლისში, 220. 4 მლნ კვტ სთ -ი გავიდა ექსპორტით. ივლისში 1 კვტ.სთ-ს საშუალო საექსპორტო ფასი 5 ცენტი იყო.
მთავარი ბაზარი კვლავ თურქეთია. წელს ამ ქვეყანაში 807.5 მლნ კვტ სთ ელექტროენერგია გაიყიდა, სომხეთისთვის 137.4 მლნ -ის მიწოდება მოხდა.
ელექტოენერგიის ექსპორტის კლება თურქეთში ელექტროენერგიის გაიაფებას უკავშირდება. თუ 2022 წელს თურქეთში წლიური საშუალო ფასი 15.1 ცენტი იყო, 2023 წელს ფასი 9.8 ცენტამდე, წელს კი 5-6 ცენტის ნიშნულამდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ წელს წმინდა ექსპორტის მოცულობა 520,44 მლნ კვტ.სთ-ია.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ