2025 წლისთვის ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს – საქართველოს მთავრობა

2013-2024 წლებში, ქვეყნის მასშტაბით 828 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და ბუნებრივი გაზით სარგებლობა 200 000-მდე აბონენტმა შეძლო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის facebook გვერდზეა აღნიშნული.
„განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული. 2022-2025 წლების გაზიფიცირების გეგმა, დამატებით 396 დასახლებულ პუნქტში, კიდევ 57 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს.
სამუშაოების შესრულების შემდეგ, 2025 წლისთვის, ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს,“-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ