ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას „ფატაჰის“ ოფიციალური პირი ემსხვერპლა

ლიბანში, ს სარაკეტო დარტყმას „ფატაჰის“ ოფიციალური პირი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ სიდონში დაღუპული ხალილ მაკდაჰი პალესტინური პოლიტიკური პარტიის, „ფატაჰის“ მაღალჩინოსნის, მუნირ მაკდაჰის ძმაა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძმები მაკდაჰები დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტებს იარაღსა და ფულს აწვდიდნენ და წლების განმავლობაში „ჰეზბოლასთან“ და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან თანამშრომლობდნენ.
„ფატაჰის“ ცენტრალური კომიტეტის წევრის, ტოფიქ ტირავის განცხადებით, მაკდაჰის მკვლელობით ისრაელს რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის დაწყება სურს.
„ფატაჰის“ ოფიციალური პირის მკვლელობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისრაელს რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღება სურს“, – განაცხადა ტირავიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე