საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა ეხმაურება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2024 წლის 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არის სრული სიცრუე, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს რკინიგზის, როგორც სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.
“თავშივე განვმარტავთ, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა 80 519 105 $ დოლარის ანაზღაურება, წარმოადგენს აბსურდულ ბრალდებას და არ შეესაბამება სიმართლეს.
კომპანია შპს „გეორგიას“ მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მომწოდებელ ქარხანად შემოთავაზებული ჰყავდა ს ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანია სს „ურალსკიე ლოკომიტივი“. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს რკინიგზისთვის ცნობილი გახდა ჰოლდინგი „Синара – Транспортные машины” (რომლის შემადგენლობაშიაცაა ზემოაღნიშნული ქარხანა) -ს ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ე.წ. სპეციალურ ბლოკირებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე, საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილებით შეწყდა ხელშეკრულება და დღეის მდგომარეობით, კონტრაქტორთან არათუ ანგარიშსწორება არ განხორცილებულა, არამედ აღარ არსებობს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა.
შესყიდვების №GEO230000694 ელექტრონული პროცედურის ფარგლებში სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „გეორგიას” შორის 2023 წლის 25 დეკემბერს მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების და თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებული ნებისმიერი ელექტრონული ტენდერი თუ პროცედურა არის საჯარო, აბსოლუტურად გამჭვირვალე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებსა და წესებს.
Liberty Institute/თავისუფლების ინსტიტუტის მხრიდან გადაუმოწმებელი, ცრუ და დისკრედიტირებული ინფორმაციის გავრცელება არღვევს ყველანაირ ჟურნალისტურ და ეთიკურ ნორმებს.
შესაბამისად, საქართველოს რკინიგზა მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვან ჟურნალისტური სტანდარტები.”- აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი