ვახტანგ ძაბირაძე – თუ ჩვენ დღეს გავემიჯნებით დასავლეთს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი რომ დადგება, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს საკითხს არავინ დააყენებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
– ბატონო ვახტანგ, „ქართულმა ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე სასაუბროდ დაგიკავშირდით.
ამ განცხადებაში რამდენიმე საკითხია, მაგალითად „ნაციონალების“ გასამართლების, „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების“ თემა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით.
გასაგებია, რომ მოახლოებული ს წინ გაკეთებული განცხადებები არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ, ზოგადად, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 21 აგვისტოს გავრცელებულმა განცხადებამ?
– ის თემები, რაც „ქართული ოცნების“ ამ განცხადებაშია საუბარი, მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ამ განცხადებაში კონცეპტუალურადაა თავმოყრილი ყველა ის შეხედულებები, რაზეც მმართველი გუნდი მანამდეც საუბრობდა.
ამ განცხადების სრულად გაცნობის შემდეგ ერთადერთი აზრი, რაც გამიჩნდა, არის ის, რომ მოახლოებული არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ ძალიან ნერვიულობს, განცხადება ისეთ განწყობას ქმნის, რომ ცდილობს დააჯეროს საკუთარი თავი და მხარდამჭერები, რომ ყველაფერი რიგზეა და მათ და მათმა მხარდამჭერებმა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის უნდა იბრძოლონ.
მოახლოებული არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ ძალიან ნერვიულობს, განცხადება ისეთ განწყობას ქმნის, რომ ცდილობს დააჯეროს საკუთარი თავი და მხარდამჭერები, რომ ყველაფერი რიგზეა და მათ და მათმა მხარდამჭერებმა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის უნდა იბრძოლონ
ამ განცხადებით ისე ჩანს, თითქოს მმართველ გუნდმა იცის, რომ არჩევნებს უმრავლესობით მოიგებს და ახლა მთავარი საზრუნავი აქვს, მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. განცხადების ტონით თუ ვიმსჯელებთ, იგი მიმართულია არა პირდაპირ ამომრჩეველზე, არამედ „ქართული ოცნების“ პარტიულ ელიტაზე, და საგარეო კუთხით არის მნიშვნელოვანი. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ განცხადების ადრესატები ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც არიან და ჩვენი მეზობლებიც. დაახლოებით ასეთია ჩემი ზოგადი შთაბეჭდილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე.
საკმაოდ დაბნეული „ქართული ოცნება“ ცდილობს თავის მხარდამჭერებში შექმნას ილუზია, რომ ყველაფერი კარგადაა და მათ ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის უნდა იბრძოლონ.
საკმაოდ დაბნეული „ქართული ოცნება“ ცდილობს თავის მხარდამჭერებში შექმნას ილუზია, რომ ყველაფერი კარგადაა და მათ ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის უნდა იბრძოლონ
დანარჩენი ყველაფერი კარგადაა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
– განცხადებაში ვკითხულობთ – „საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების და საკონსტიტუციო კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვერასოდეს მოგვახვევს თავს ერთსქესიანთა პარტნიორობის დაკანონებას და სხვა მანკიერებებს“.
არ მახსენდება, რომ ამას ჩვენ თავზე გვახვევდნენ, მაგრამ, მმართველი გუნდი, რომელიც საზოგადოებას „ღირსებით და მშვიდობით“ ევროპაში შესვლას 2030 წელს ჰპირდება, საკუთარ ამომრჩეველს სთხოვს დახმარებას საქართველომ თავი დაიცვას დასავლეთისგან?
– ამიტომ ვთქვი, რომ განცხადების ადრესატები არა ამომრჩეველი, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ჩვენი ახლო სამეზობლოა. ასეა, რადგან, ამ განცხადებაში საკმაოდ ბევრი რუსული ნარატივებია, ხელისუფლებას უნდოდა დასავლეთშიც და სამეზობლოშიც გაეგოთ თუ რას ფიქრობს ამ საკითხებზე „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდი.
„ქართულმა ოცნებამ“ იცის რა რომ მოსახლეობაში ევრო პერსპექტივასთან დაკავშირებით არსებობს სურვილი და მოლოდინები, იძულებული არიან ისაუბრონ იმაზე, რომ ისინი ქვეყანას 2030 წელს ევროკავშირში შეიყვანენ.
თუ საზოგადოებაში არსებობს შესაბამისი განწყობები, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ვერც ვერაფერს ვერ უზამს. ჩვენ ისეთი ეპოქა გვაქვს გამოვლილი, როცა, კონსტიტუცია და კანონები არსებობდა ცალკე და ცხოვრება მიდიოდა თავისი გზით. ბოლშევიკებმა ცეცხლით და მახვილით გაანადგურეს ეკლესია და ვერ შეძლოს იმის აღკვეთა რომ საქართველოში ხალხს კვერცხი არ შეეღება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერს საზოგადოებრივი აზრი წყვეტს.
კიდეც რომ ვინმემ შეიტანოს კონსტიტუციაში რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების შესაძლებლობა, ამას საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ ექნება. აშკარად პოპულისტური ქორწინების თემაზე „ქართული ოცნების“ განცხადება თავისი არსით პრორუსული განცხადებაა, ამ განცხადებაში სხვა თემებზე გაკეთებული განცხადებები ზუსტად იმეორებს რუსულ ნარატივებს.
პოპულისტური ქორწინების თემაზე „ქართული ოცნების“ განცხადება თავისი არსით პრორუსული განცხადებაა, ამ განცხადებაში სხვა თემებზე გაკეთებული განცხადებები ზუსტად იმეორებს რუსულ ნარატივებს
ამ დღეებში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უცხო ქვეყნების მოქალაქეებს რუსეთში ბინადრობის საკითხებს გაუიოლებს, საუბარია იმათზე, ვინც დასავლური ღირებულებების წინააღმდეგია. ვერავინ ვერაფერს თავზე ვერ მოგვახვევს, თუ საზოგადოებას ეს არ უნდა. ვერც ხელისუფლება, ვერც დასავლეთი.
– „ქართული ოცნება“ კვლავ საუბრობს „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზე. ამას „ქართული ოცნება“ 12 წელია ჰპირდება საზოგადოებას. მართალია, ისინი იმასაც ამბობენ, რომ ამაშიც მათ დასავლეთმა შეუშალა ხელი, რადგან 2012 წელს მათ „ნაცმოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია შესთავაზეს.
იმ პერიოდიდან ბევრი დრო გავიდა და თუ მათ „ნაცმოძრაობის“ გასამართლება უნდოდათ, ამის გაკეთება შეეძლოთ. არადა ვხედავთ, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში საკმაოდ ბევრი არიან „ნაცმოძრაობიდან“ პორტირებულები.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერების საკმაოდ დიდი ნაწილი გასამართლებულია, მაგრამ, როცა ხელისუფლება ამბობს, „ნაცმოძრაობა“ უნდა ავკრძალოთო, გაუგებარია ამის შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს რას უპირებენ?
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის მხრიდან „ნაცების“ გასამართლებასა და აკრძალვაზე საუბრები?
– 2016-სა და 2020-ის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებით მოსახლეობის დაშინება. მეტიც, სახელისუფლებო პროპაგანდაში ეს წამყვანი თემა იყო.
ახლა, როცა პოლიტიკურ ველზე დაშლილი „ნაციონალების“ არა ერთი ოპოზიციური ჯგუფია, არის გახარიას ჯგუფი, არის „ლელო“, „ნაციონალების“ დაბრუნების შიშის თემა აღარ მუშაობს. როგორც ჩანს, ამიტომ გახდა საჭირო უფრო მკაცრი ზომების მიღება. თან ისე, რომ ისევ დასავლეთს ბრალდება, რომ „ნაცმოძრაობა“ არსებობს. მაგრამ, მაშინ როცა „ნაცების“ თითქმის ყველა ლიდერი გასამართლებულია, გაუგებარია როგორ უნდა მოხდეს „ნაცები“ ან გასამართლება, ან აკრძალვა?
ახლა, როცა პოლიტიკურ ველზე დაშლილი „ნაციონალების“ არა ერთი ოპოზიციური ჯგუფია, არის გახარიას ჯგუფი, არის „ლელო“, „ნაციონალების“ დაბრუნების შიშის თემა აღარ მუშაობს. როგორც ჩანს, ამიტომ გახდა საჭირო უფრო მკაცრი ზომების მიღება. თან ისე, რომ ისევ დასავლეთს ბრალდება, რომ „ნაცმოძრაობა“ არსებობს. მაგრამ, მაშინ როცა „ნაცების“ თითქმის ყველა ლიდერი გასამართლებულია, გაუგებარია როგორ უნდა მოხდეს „ნაცები“ ან გასამართლება, ან აკრძალვა
„ქართული ოცნება“ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაზე საუბრობს, მაგრამ, ეს როგორ უნდა მოხდეს კონსტიტუციურად, გაურკვეველია. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს 23-ე მუხლი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირებას აწესრიგებს და იქ ყველაფერია ნათქვამი. რა კონსტიტუციური ცვლილებები სჭირდებათ, ასევე გაუგებარია.
როგორც ჩანს, ამ თემაზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან უფრო პიარის თემაა, ასევე იმათთვის არის აქტუალური, ვისთვისაც „ნაცმოძრაობა“ მიუღებელია. „ქართულ ოცნებაში“ პორტირებულ „ნაცებს“ რომ თავი დავანებით, ყველაფერი ჩვეულებრივადაა. „ნაცმოძრაობას“ ჰყავს თავისი მხარდამჭერები.
ჩვენ გვახსოვს, როგორ აკრძალა „ქართულმა ოცნებამ“ ბლოკების შექმნა, ამისთვის მიიღეს კანონი. მაშინ ვამბობდით, რომ ეს ბლოკები ოფიციალურად არ იქნება, მაგრამ, იქნება არაფორმალურად. ასეა ოპოზიციაშიც და სახელისუფლებო გუნდშიც. „ქართულ ოცნებაში“ არსებობს „ხალხის ძალა“, რომელიც „ქართული ოცნების“ ნაწილია.
როცა საუბარია, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა გაასამართლონ, „ნაცმოძრაობამ“ სხვა სახელი დაირქვა და ის მხარდამჭერები რომელიც ჰყავდა, ისევ ეყოლება. ამათ ახლა რა უნდა უქნან? ამაზე საუბარიც, რეალურად არაფრის მომტანი არაა.
ამიტომ ვამბობ, როგორც ჩანს, ეს თემა „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების გასაშავებლად. თითქოს ისინი მხარს უჭერენ „ნაცმოძრაობას“ და იწყებენ ქვეყანაში გადატრიალებას.
ხელისუფლების განცხადების პათოსს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ თუ არჩევნების შემდეგ იქნება პროტესტი, იგი გარედან მართული იქნება.
თუ პროტესტი გარედან იქნება მართული, ეს ის ხალხია ვისაც ისინი ომის პარტიას ეძახიან. ხელისუფლების ნაბიჯები იმას ნიშნავს, რომ მას, საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა არჩევნებში უმრავლესობის ვერ მიღების ეშინია.
თუ პროტესტი გარედან იქნება მართული, ეს ის ხალხია ვისაც ისინი ომის პარტიას ეძახიან. ხელისუფლების ნაბიჯები იმას ნიშნავს, რომ მას, საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა არჩევნებში უმრავლესობის ვერ მიღების ეშინია
ამგვარი პოპულიზმით აშოშმინებენ პოლიტელიტას და მხარდამჭერებსაც
– მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ – „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში აუცილებელი გახდება კონსტიტუციური ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში.“
აქ ხაზგასასმელია, რომ საუბარია „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში“. ფაქტია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ძალიან დიდი გზაა გასავლელი.
მაგრამ, გაუგებარია რაში დასჭირდათ ამ თემაზე საუბარი. მით უმეტეს სოხუმსაც და ცხინვალსაც რისი შეთავაზებაც იყო შესაძლებელი, შეთავაზებულია. სოხუმი და ცხინვალი თბილისისგან მათი დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვენ.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი იმ რეალობის აღიარებას ვარაუდობს, რასაც ჩვენგან მოსკოვი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოითხოვს.
რადგან არჩევნებია კარს მომდგარი საზოგადოებისთვის საინტერესო იქნებოდა მოესმინა როგორ აპირებს ან „ქართული ოცნება“, ან სხვა ოპოზიციური პარტიები სა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ამის მსგავს ვერაფერს ვხედავთ…
თქვენ როგორ აღიქვით განცხადებაში მსჯელობები საკონსტიტუციო ცვლილებებზე? თან „ტერიტორიული მთლიანობის შემთხვევაში“?
– განცხადებაში განმარტებულია, რომ თუ არ ექნება „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა, ოპოზიციური პარტიები ხელს შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ძალიან მაინტერესებს საქართველოში რომელი პოლიტიკური ძალა შეიძლება იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგი?
ეს მით უფრო საინტერესოა, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აკონტროლებენ ოპოზიციურ ძალებს. თუ დღემდე ხორციელდება სოხუმის და ცხინვალის მიმართ აუღიარებლობის პოლიტიკა, ეს სწორედ რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების და -ს დამსახურებაა.
მეტიც, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო ხშირად ითხოვენ მოსკოვისაგან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ძალების გაყვანას და ამ რეგიონების აღიარების უკან გაწვევას. ამიტომ, გაუგებარია რაზეა საუბარი. ამ განცხადების ერთი ნაწილი ემსახურება ოპოზიციის გაშავებას.
ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო ხშირად ითხოვენ მოსკოვისაგან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ძალების გაყვანას და ამ რეგიონების აღიარების უკან გაწვევას. ამიტომ, გაუგებარია რაზეა საუბარი. ამ განცხადების ერთი ნაწილი ემსახურება ოპოზიციის გაშავებას
მეორე საკითხია ის, თუ როგორ აპირებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს აუცილებელი კონსტიტუციური ცვლილებების აუცილებლობა? ჩვენ ერთპალატიანი პარლამენტი გვაქვს იმიტომ, რომ ჯერ არაა აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა. მისი აღდგენის შემდეგ გვექნება ორპალატიანი პარლამენტი.
კიდევ რა შემთხვევაში შეიძლება დაგვჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება? შესაძლოა, ეს იყოს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობის შემოღებასთან. თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმა სურს „ქართულ ოცნებას“, მან უნდა იცოდეს, რომ ამგვარი კონფედერაციული საქართველო რამდენიმე თვე იარსებებს. შემდეგ კი ყველაფერი ისე წავა, როგორც რუსეთს მოუნდება.
არ არსებობს ვარიანტი, რომ რუსეთმა უპრობლემოდ დათმოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამის ერთადერთი ვარიანტი არის ის, რომ გახდეს დემოკრატიული ქვეყანა, ამისთვის კი საჭიროა, რომ რუსეთში დღეს არსებული რეჟიმი შეიცვალოს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.
კიდევ რა შემთხვევაში შეიძლება დაგვჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება? შესაძლოა, ეს იყოს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობის შემოღებასთან. თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმა სურს „ქართულ ოცნებას“, მან უნდა იცოდეს, რომ ამგვარი კონფედერაციული საქართველო რამდენიმე თვე იარსებებს. შემდეგ კი ყველაფერი ისე წავა, როგორც რუსეთს მოუნდება
ჩვენ 30 წელზე მეტია ჩართული ვართ ამ პროცესში და მშვენივრად ვიცით რომ რა შეთანხმებები არ გაკეთდა, ვის მიერ არ გაკეთა, დსთ-შიც შევედით, ყველაფერი გავაკეთეთ რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ საპასუხოდ და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რუსეთს არც ერთი ნაბიჯი არ გადმოუდგამს.
გახსოვთ, საქართველოში ბევრს საუბრობდნენ ორი რუსეთის არსებობაზე, რეაქციულ და დემოკრატიულ რუსეთზე მსჯელობდნენ. არადა, არსებობს ერთი რუსეთი, დღეს მისი განსახიერებაა პუტინი და მისი რუსეთია. მანამდე გვახსოვს, რომ იყო ელცინის რუსეთი, კიდევ უფრო ადრე გვახსოვს გორბაჩოვის რუსეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რუსეთი არც ერთ ეპოქაში არ შეცვლილა. ეს რომ მოხდეს, ამისთვის დიდი კატაკლიზმებია საჭირო.
როგორც ჩანს, მას შემდეგ დადგება ყველაფერი თავის ადგილზე, როცა -რუსეთის ომი დასრულდება. ჩვენი საკითხიც ამ თემასაა მიბმული.
აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ჩვენ, სამწუხაროდ, მნიშვნელობას ჯერჯერობით არ ვაქცევთ. თუ ჩვენ დღეს გავემიჯნებით დასავლეთს, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხი რომ დადგება, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს საკითხს არავინ დააყენებს.
თუ ასე მოხდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გაუშვებთ შანსს დავეხსნათ რუსეთს და აღმოვჩნდებით რუსეთის მოწყალებაზე დამოკიდებული. რუსეთი გულმოწყალე არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ