ავალიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

ვაკის რაიონში, ავალიშვილის ქუჩის N8-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელი ეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საჭირო გახდა მოძრაობის შეზღუდვა, თუმცა გზა უკვე გახსნილია და პროექტი განხორციელების მეორე ეტაპზე გადავიდა.
„ამ დროისთვის, კორპუსებს შორის ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მილების და ჭების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ქსელის ჯამური სიგრძე 145 გრძივ მეტრს შეადგენს. ამისთვის სრულად გადაიკეტა კორპუსებთან მისასვლელი გზა და ადგილობრივი მცხოვრებლები ალტერნატიული გზით სარგებლობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, სანიაღვრე ქსელის პროექტს ვაკის გამგეობა ახორციელებს.
„სამუშაოები 09:00-დან 23:00 საათამდე ხორციელდება. სანიაღვრე ქსელის მოწყობის პროექტი 15 სექტემბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის საფარი დაიგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!