ნეიმარი ისევ ევროპაში და თანაც “ბარსელონაში”? – ბრაზილიელის შესაძლო დიდი დაბრუნების დეტალები

As Fichajes წერს, რომ “ალ ჰილალის” ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს 2024/25-წლების სეზონის დასრულების მერე, მას შემდეგ რაც ს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება, ევროპაში დაბრუნება სურს.
32 წლის ვარსკვლავის მიზანია კვლავ “ბარსელონას” მაისურის მორგება ყოფილა, რაზეც უარზე არც თავად კატალონიელები არიან.
ნეიმარი “ბლაუგრანას” რიგებში 2013/17-წლებში უკვე ირჯებოდა და ამ დროის განმავლობაში 10 ტიტულის მფლობელი გახდა.
რამდენიმე დღის წინ ბრაზილიელმა კიდევ ერთი ტიტული მოიგო, როდისაც მისმა “ალ ჰილალმა” საუდის არაბეთის სუპერ თასზე კრიშტიანო რონალდოს “ალ ნასრი” დაამარცხა.