მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 3.7 მლნ დოლარის ლუდი გავიდა, რომლის მოცულობამ 3047 ტონა შეადგინა.
გასული წლის განმავლობაში საქართველოდან ჯამში 8.4 მლნ დოლარის ლუდი გავიდა, 2022 წელს კი 4.8 მლნ დოლარის.
ბრუნვის მიხედვით TOP– 10 ლუდის მწარმოებელი კომპანია და მათი მფლობელები შემდეგია:
შპს ლუდი ბათუმური – 1998 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100% ნანა ჯანელიძე ფლობს. კომპანიის ფინანსური დირექტორია- როინ ხალვაში, ხოლო გენერალური დირექტორი – ნანა ჯანელიძე.
შპს გლობალ ბიერ ჯორჯია – 2014 წელს დაფუძნდა. 100%-ის მესაკუთრეა სააქციო საზოგადოება სს ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი.
სს არგო – 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიას მართავს სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: ინა სულხანიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ჰაროლდ ჰენრიკუს მარია ვან ლიტსენბურგ, /ნიდერლანდები/წევრი: ჯორჯ ამზაშვილი, /აშშ/ ; წევრი: გიორგი ახალაძე, წევრი: კორნელის გერარდუს ვამმეს, /ნიდერლანდები/ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ვასილი სულხანიშვილი.
შპს კრისტალი – 1996 წელს დაფუნდა, კომპანიის 100% ფლობს მალხაზი ნადირაძე.
სს ლომისი – 1997 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ჯან ჩაქა, /თურქეთი/ თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გოქჩე იანასმაიან, /თურქეთი/ წევრი: ილდირაი ეფილ, /თურქეთი/ წევრი: ბანუ ფატმა ართუზ, /თურქეთი/.
შპს კრაფტარეა – კომპანია 2019 წელს დაფუძნდა. მფლობელები არიან – ალექსი მოდებაძე 36% ალექსანდრე წულუკიძე 64%;
შპს მაქსიმუს – 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% ფლობს ნიკოლაი სტეპანოვი /რუსეთის ფედერაცია/
სს ქართული ლუდის კომპანია- 2011 წელს არის დაფუძნებული. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: შალვა ჩოჩელი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ანა ჩოჩელი, წევრი: საშა ტერნესი, 01017041575 /გერმანია/ . კომპანიის დირექტორია კახაბერ კოტრიკაძე.
შპს მაიჯორჯია ბრიუერი – კომპანია 2017 წელს დაფუძნდა. მფლობელები: იაროსლავ ნიგაი, /რუსეთის ფედერაცია/ 66% კონსტანტინ რამბურგერი, /რუსეთის ფედერაცია/ 24% ოლექსანდრ სევიდოვი, /უკრაინა/ 5 5% ანდრეი ჟიდკოვი, /რუსეთის ფედერაცია/ 4% ვიაჩესლავ პიანზოვი, /რუსეთის ფედერაცია/ 1 1%
შპს გენუინ ბრევინგ კომპანი – კომპანია 2014 წელს დაფუძნდაა. მესაკუთრეა და 100% წილის მმართველი სააქციო საზოგადოება სს ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)