ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

ოკუპირებული ს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის არხის ჩახშობის” შესახებ განაცხადა. ამის შესახებ “ეხო კავკაზა” იუწყება.
დე ფაქტო უწყების ცნობით, გალის რაიონის სოფელ (ბღურაში) მეორე ოტობაიაში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე “აფხაზეთში ბინადრობის ნებართვით”, რომლებიც ე.წ საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ.
“დაკავებულთა მფლობელობაში არსებულ სახლებში აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა, ргд 5, ტროტილი 1600 გ პლასტიდი – 45 გ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა”, – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მათი კომენტარი მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ