ექსპორტ-იმპორტის ფასების ინდექსი შემცირდა – რამ იქონია გავლენა

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 1.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 11.5 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 22.7 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 10.6 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 8.8 პროცენტით. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 19.0 პროცენტით.
რაც შეეხება იმპორტს, იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 1.1 პროცენტიანი მატება.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 17.1 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 4.6 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე – ფასების 47.4 პროცენტიანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 2.2 პროცენტიანი კლება.