ტრამპმა თქვა, რა პირობებში აღიარებს არჩევნებში დამარცხებას

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღიარებს დამარცხებას არჩევნებში, თუ სამართლიანი და თავისუფალი იქნება – ამის შესახებ მან CBS News-ს განუცხადა, წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
ტრამპმა, რომელმაც არ აღიარა 2020 წლის არჩევნების შედეგები ჯო ბაიდენთან დამარცხების შემდეგ, თქვა, რომ თუ ის დამარცხდება, ქვეყანა მოხვდება ჩიხში, როგორიც აქამდე არ უნახავს.