გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის მსხვილი სესხის გამოყოფის შესახებ გააკეთა განცხადება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა, რომ ს 50 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ სესხს გამოუყოფს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. მოსალოდნელია, რომ სესხის თანხების მობილიზება მოხდება ევროპაში გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან.
დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ეს აქტივები შეიძლება შევიდეს უკრაინისთვის განკუთვნილ რეპარაციაში და გამოყენებულ იქნეს სესხის დასაფარად.
„ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას: 50 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით, რომლის ორგანიზებასაც ვახდენთ G7-თან ერთად“, – თქვა შოლცმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანია რჩება უკრაინის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად ევროპაში. მისი თქმით, ეს სესხი უკრაინას საშუალებას მისცემს, მეტი იარაღი შეიძინოს.
გარდა ამისა, დღეს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ის უკრაინისთვის საბრძოლო მასალას შეიძენს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ხარჯზე. უწყების ცნობით, საბრძოლო მასალის მიწოდება უახლოეს თვეებში დაიწყება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის გეგმაზე.
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი ლარს კალმფორსი Financial Times-ისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნავს, რომ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა შესაძლებელია თითოეული ცალკეული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე.
მისი აზრით, უკრაინის მხარდაჭერისთვის წელიწადში დაახლოებით 265 მილიარდი დოლარით ევროკავშირმა, -მა და დიდმა ბრიტანეთმა მშპ-ს მხოლოდ 0,45% უნდა გამოყონ. ამასთან, სხვადასხვა შეფასებით, ომზე ს დანახარჯები წელიწადში დაახლოებით 140 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით