გერმანიის სასამართლომ დაადასტურა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის 99 წლის ყოფილი მდივნის განაჩენი

სამშაბათს გერმანიის სასამართლომ ძალაში დატოვა, შტუტჰოფის ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის 99 წლის ყოფილი მდივინს ირმგარდ ფურხნერის განაჩენი 10 000-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის. ამის შესახებ სააგენტო AP იტყობინება – წერს „ევროპეისკაია პრავდა“.
2022 წლის დეკემბერში სასამართლომ გერმანიის ჩრდილოეთში, ფურხნერს ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.