მოსკოვში რუსეთის უდიდეს ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა

მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, “სადოვოდის” ტანსაცმლის ბაზარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე სავაჭრო პავილიონს უკიდია, საუბარია მე-19 და მე-20 ზოლებზე. ხანძრის ფართობმა უკვე 350 კვადრატულ მეტრს მიაღწია.
შემთხვევის ადგილიდან 350 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცნობილია ორი დაღუპულის შესახებ. ერთ-ერთი მათგანი საქონლის გადარჩენას ცდილობდა.
„საქონელი იწვის მიმდებარე სამ დონიან კონტეინერებში. ხანძრის ჩაქრობას ართულებს მიუდგომელი და მკვრივი ნაგებობები“, – აცხადებენ ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ხანძრის გავრცელების პრევენციის მიზნით მეხანძრეები ახდენენ ხანძრის სიახლოვეს მდებარე პავილიონების კონსტრუქციების დემონტაჟს.
ხანძარს მიენიჭა მეორე სირთულის სტატუსი ხუთიდან (მეხუთე ყველაზე რთულია). მის ჩაქრობაში 100-ზე მეტი ადამიანი და 45 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
სადოვოდის ბაზარი ყველაზე დიდია რუსეთში და მოიცავს 40 ჰექტარს. ადგილზე მდებარეობს 9 500 მაღაზია.