რომან გოცირიძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება ხატია დეკანოიძის პერსონალური გადაწყვეტილებაა, ჩემი გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი! – ჯერ კიდევ არ ვკარგავ გამსხვილების პროცესის გაგრძელების იმედს

ეს ხატია დეკანოიძის პერსონალური გადაწყვეტილებაა – რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი! ჯერ კიდევ არ ვკარგავ გამსხვილების პროცესის გაგრძელების იმედს, – ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძის “ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას “ევროოპტიმისტების“ დეპუტატი .
როგორც გოცირიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, დეკანოიძემ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება იმ პლატფორმიდან ჩათვალა საჭიროდ, სადაც დღეს წარადგინეს.
“დღეის მდგომარეობით გამოკვეთილია ოთხი ოპოზიციური ცენტრი. ბოლომდე არ არის ამოწურული შესაძლებლობა იმისა, რომ მეტი გამსხვილება მოხდეს. გამსხვილებაში ერთიან სიას და ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ბლოკად გაერთიანებას არ ვგულისხმობ.
იკვეთება, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ოთხი ცენტრით წარსდგება. აუცილებელია არ დარჩეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, თუნდაც პატარა პარტია, რომელსაც თავის სეგმენტში ცოტა თუ ბევრი ამომრჩეველი ჰყავს, ასევე ცალკეული დეპუტატები, ვინც ამ ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან ერთ-ერთში არ გაწევრიანდება და ოპოზიციას ამა თუ იმ ფლანგიდან საკუთარი რესურსებით არ დაეხმარება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ევროოპტიმისტების” დეპუტატი ხატია დეკანოიძე “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე მ ბრიფინგზე განაცხადა, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ