ნიკა მელია – როგორ ვერ უნდა მოვიგოთ თუნდაც ფულის წინააღმდეგ ორჯერ მეტმა ადამიანმა? – 26 ოქტომბერს ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ და მოვაწყოთ ზეიმი

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას” წალენჯიხის ოფისი გაიხსნა.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მ აღნიშნა, კოალიცია 4 ნომრით გახდება ცვლილებების მთავარი სიმბოლო ოქტომბრის არჩევნებში, რადგან მხოლოდ კოალიციურ მმართველობას შეუძლია ევროკავშირთან დაახლოება და გაწევრიანება.
„შეუძლებელია ამდენმა ადამიანმა გამარჯვება ვერ მოიპოვოს. რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შორს არიან ადამიანები, ვინც უიმედოდ არიან. მინდა მათ ვუთხრა, ვერ გააყალბებენ არჩევნებს. სექტემბრიდან აქ რეალობა იქნება სულ სხვა. 2012 წელს არ სჯეროდა ბევრს ცვლილებების, მაგრამ ხალხმა გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა და ასე იქნება წელსაც. ჩვენ არამარტო გადავწყვიტეთ ცვლილებები, ჩვენ ვმოქმედებთ ამისთვის.
როგორ ვერ უნდა მოვიგოთ თუნდაც ფულის წინააღმდეგ ორჯერ მეტმა ადამიანმა.
კოალიციური ცვლილებები გახდება ცვლილების მთავარ სიმბოლო, სექტემბრიდან კი ვიწყებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას.
26 ოქტომბერს უნდა მოვაწყოთ ზეიმი. ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ და უნდა დავიწყოთ კოალიციური მართვა, რომელიც ევროკავშირთან დაგვაახლოებს და გაგვაწევრიანებს. 26 ოქტომბრის ს შედეგი ვერ იქნება სხვა, გარდა გამარჯვებისა. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩვენი კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენ მოგცემთ მაგალითს, რომ უკან არ ვიყურებით”, – განაცხადა მელიამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამეგრელოს მასშტაბით ოფისებს ხსნიან.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.