უკრაინის რადამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს

უკრაინის რადამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა აიკრძალოს, მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა.
იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ შევა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონგრეგაციებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის გასაწყვეტად 9 თვე ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს