,, თურმე საქართველოს გაერთიანების შანსი გაჩნდება და გახარია და ანა დოლიძე დაბლოკავენ” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
,,მგონი, ქართულ ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც ერთდროულად აღნიშნავს: ფარისევლობას, სიყალბეს, ტყუილს, შიშს, მანიპულაციას, შეუზღუდავი ძალაუფლების უსასრულოდ გახანგრძლივების სურვილს, მთელი საზოგადოების დაჩლუნგებისკენ მიდრეკილებას, შენგან განსხვავებული ნებისმიერი მოქალაქის მტრად შერაცხვისკენ სწრაფვას…
2012 წელს, “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ მთელი საქართველო ითხოვდა “სიმართლის კომისიის” შექმნას, რომელიც ნეოლიბერალურ ავტორიტარიზმსა და მასთან დაკავშირებულ სისასტიკეებს შეაფასებდა, ისტორიულ განაჩენს გამოუტანდა მმართველობის კონკრეტულ სისტემას. უზარმაზარი სახალხო ლეგიტიმაციის პირობებში “ქართულ ოცნებას” თავისუფლად შეეძლო ამ პროცესის დაწყება, ცხადია, წინააღმდეგობა შეხვდებოდა, მაგრამ თითქმის საყოველთაო კონსოლიდაციის პირობებში, “ცხელ კვალზე” მუშაობისას შეუძლებელი არაფერი იქნებოდა. მთავარია, ივანიშვილის პარტიას მთელი მსოფლიოსთვის დაენახებინა, რომ მისი მოტივაცია ძალადობრივი რეჟიმის შეფასება იყო და არა შურისძიება.
უწყინარი, მსოფლიოში აპრობირებული კომისიის შექმნის ნაცვლად რა გააკეთა ივანიშვილმა?
1. მთელი ათწლეულის განმავლობაში დაუღალავად იღვაწა იმისთვის, რომ ენმ-ს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი ჰქონოდა, რათა ოპოზიციურ ფლანგზე სხვა ძალები არ გამოჩენილიყვნენ, შუა გაკრეფილიყო.
2. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი, კონფორმისტული, უპრინციპო, მშიშარა ნაწილი შეისისხლხორცა.
კოლექტიური ნაცებით და ნაცების შემომწირველ-დამფინანსებელი მონებით არის სავსე დღეს მთელი საპარლამენტო უმრავლესობა, ზოგი ადეიშვილის ხელის ბიჭი იყო, ზოგი მერაბიშვილის მოლარე…
სასამართლოს რეჟიმის ჯალათები მართავენ.
მარტო საპარლამენტო შემადგენლობასა და სასამართლოს კლანზე რომ იყოს საუბარი, რა უჭირს… ყველა სფეროში ნაცების მხრებზე დგანან. გია ხუბუაც კი, რომელიც შეიძლება კარგი იურისტია, მაგრამ თსუ-ის უსამარცხვინოესი და დამნაშავე რექტორი იყო, ივანიშვილის პირადი უნივერსიტეტის პრეზიდენტია…
მოკლედ, “ქართული ოცნება” გვპირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, აკრძალავს ნაციონალური მოძრაობის იმ ნარჩენებს, რომელიც თავად ვერ შეისრუტა. ამასთანავე, ყველა ოპოზიციურ ძალას ენმ-ს ნაწილად შერაცხავს და იმათაც გაანადგურებს (ხომ გახსოვთ ქალაქის მერის, კახა კალაძის ცნობილი მაქსიმა: “ქოჩორაშვილის მამა ნაცია, გახარიას პარტიის წევრია”.)
ამ ამბავში ყველაზე სასაცილო ის არის, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი არ აქვს, 113 დეპუტატის შესაგროვებლად 70% პროცენტი შეიძლება არ ეყოთ. მაშასადამე, ცარიელ ტყვიას ისვრიან, გასცემენ დაპირებას, რომლის ასრულების თავიც არ აქვთ.
რატომ ?
საკუთარი ამომრჩევლები ბრიყვებად, გამოთაყვანებულებად, ბნელებად და ზომბებად მიაჩნიათ. ჰგონიათ, რომ ასეთი დაპირებებით, პოპულიზმით მეტ ხმას მოაგროვებენ.
ნუ დაამცირებინებთ თავს!
P.S. იმაზე სისიცილით მოვკვდი! თურმე საქართველოს გაერთიანების შანსი გაჩნდება და რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნებათ, ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ. თურმე საქართველოს გაერთიანების შანსი გაჩნდება და გახარია და დაბლოკავენ)))) კარგი რა!”